ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართა
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, ფოლკლორის ცენტრის – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართა.
ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით ,
ქუთაისის ფოლკლორის ცენტრს დღეიდან სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ეწოდა.
კონცერტს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
” ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი- დღეიდან ასე ჟღერს ჩვენი ქალაქის მთავარი ანსამბლის დასახელება.
აკადემიური- ეს არის ანსამბლის მიერ წლების მანძილზე მოპოვებული წარმატებების საკადრისი შეფასება. მათი ყოველი კონცერტი, საქართველოში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ანშლაგებით მიმდინარეობს.
ვულოცავ ანსამბლის ხელმძღვანელებს, ძველი და ახალი თაობის თითოეულ წევრს ამ აღიარებას!”- აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
ღონისძიება საახალწლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.