გია ვოლსკი: რევოლუციური კომიტეტი შექმნეს საავადმყოფოში, იმ ლუქსში, სადაც სააკაშვილი დროებით ცხოვრობს

არათუ მისი ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ ედარდებათ, მისი სიცოცხლეც კი. თავის პროპაგანდისტულ აქტივობებში მოწამვლა, დამძიმება, პუტინის გვარი შემოიტანეს და დაიქირავეს უშველებელი პროპაგანდისტული ორგანიზაცია, სადაც ფულს ხარჯავენ, მსოფლიოს ეუბნებიან, რომ მოწამლული სააკაშვილი უნდა მოკვდეს და ასე შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

“წარმოუდგენელია, რაც ახლა სააკაშვილის გარშემო ხდება – რევოლუციური კომიტეტი შექმნეს საავადმყოფოში, იმ ლუქსში, სადაც სააკაშვილი დროებით ცხოვრობს. არათუ მისი ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ ედარდებათ, მისი სიცოცხლეც კი. თავის პროპაგანდისტულ აქტივობებში მოწამვლა, დამძიმება, პუტინის გვარი შემოიტანეს და დაიქირავეს უშველებელი პროპაგანდისტული ორგანიზაცია, სადაც ფულს ხარჯავენ, მსოფლიოს ეუბნებიან, რომ მოწამლული სააკაშვილი უნდა მოკვდეს და ასე შემდეგ.

აქ არ არის მხოლოდ რეჟიმის დაცვის აუცილებლობა, არამედ აქცენტი გასაკეთებელია მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. მეტიც, ხაზგასასმელი სწორედ ეს ნაწილია, სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება ყველა მხრივ უნდა იყოს დაცული, მით უმეტეს მოწამვლის თემის გარშემო სრული თაღლითების შეკრება აუცილებლად მოითხოვს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას”, – თქვა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები