“უკრაინა თავისი ტერიტორიის არცერთ სანტიმეტრს არ დათმობს” – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის განცხადებები უკრაინის ხელისუფლების პოზიციას არ ცვლის – კიევი თავის ტერიტორიებს არ დათმობს და მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მიწების დაბრუნებას ემხრობა.
“ყველას შეუძლია ნებისმიერ თემაზე ისაუბროს, ეს მათი უფლებაა. პრეზიდენტის პოზიცია, უკრაინის პოზიცია მაქსიმალურად მკაფიოა: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი. და უკრაინის მიწის არცერთი კვადრატული სანტიმეტრი დიპლომატიური ან სამხედრო დათმობების საგანი არ იქნება“, – აღნიშნა დიპლომატმა.