გივი მიქანაძე ქართველ დიპლომატებს შეხვდა
ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან და მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ ისრაელის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან, ლაშა ჟვანიასთან, უნგრეთსა და მონტენეგროში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზაალ გოგსაძესთან და დანიასა და ისლანდიაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ნატა მენაბდესთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, წლის განმავლობაში, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება საპარლამენტთაშორისო დიპლომატიაზე გამახვილდა.
„ქართველ დიპლომატებთან შეხვედრისას მომავალი წლისთვის დაგეგმილი თანამშრომლობის პრიორიტეტები განვიხილეთ და იმ სამოქმედო გეგმებზე ვისაუბრეთ, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების და საპარლამენტო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩებისთვის საპარლამენტო ტური მოეწყო, სადაც დიპლომატებმა ახლად გახსნილი პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.