შალვა პაპუაშვილი: ხელისუფლების ინტერესია ქვეყანაში დერადიკალიზაცია, დეპოლარიზაცია, სიმშვიდე, ხოლო ოპოზიციის – არიოს სიტუაცია

წელს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების 30% 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას ეძღვნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს ქვეყანაში რადიკალიზაციის შემცირება აწყობს, ეს არის ხელისუფლება.

„რაც შეეხება 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას, წელს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების 30% რეკომენდაციების შესრულებას ეძღვნებოდა. პარლამენტმა 81 კანონი/ცვლილება მიიღეო იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულებულიყო. საკითხები, სადაც სამუშაო ჯგუფებში ოპოზიცია იყო ჩართული, ნახავთ დეპოლარიზაციას, დერადიკალიზაციას. იმ სამმა ჯგუფმა, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი, („ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები) უარი განაცხადა კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე.

თუ ვინმეს აწყობს რადიკალიზაციის შემცირება, ეს არის ხელისუფლება. ხელისუფლების ბუნებრივი ინტერესია ქვეყანაში დერადიკალიზაცია, დეპოლარიზაცია, სიმშვიდე. ამავე დროს, ოპოზიციის განსაკუთრებული ინტერესია არიოს სიტუაცია, იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები