დიდი ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 2.3 მილიარდ ფუნტს გამოყოფს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 2,3 მილიარდ ფუნტს გამოყოფს.
„კიდევ ერთი 2,3 მილიარდი ფუნტის მხარდაჭერა მომავალ წელს და ამით ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მათ ექნებათ საჭირო იარაღის სისტემები და გაერთიანებული სამეფო დაეხმარება მათ შეიძინონ ისინი მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან“, – აღნიშნა უოლესმა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს „თავისი ცოდნისა და გამოცდილების მიწოდებას“, მათ შორის საჰაერო თავდაცვის კოორდინაციისთვის.
ამასთან, როგორც ბენ უოლესმა აღნიშნა, ბრიტანეთი ყველაფერს აკეთებს რაც შესაძლებელია, რომ უკრაინამ გამარჯვება და რუსული ძალების უკუგდება შეძლოს.