ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდა

Benjamin Netanyahu at the swearing in ceremony of the new Israeli government at the israeli parliament on December 29, 2022. photo by Yonatan Sindel/FLASH90

ისრაელის პარლამენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუმ ფიცი დადო და პრემიერ-მინისტრის საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.

მთავრობას ნდობა კოალიციის 64 წევრიდან 63-მა გამოუცხადა, რომელიც 120-მანდატიან ქნესეთში უმრავლესობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 1996-1999 და 2009-2021 წლებშიც იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები