ზელენსკი: ჩვენ ყველასთვის ნათელი გავხადეთ, რომ უკრაინის გარეშე ევროპაში არც ერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი

დადგა დრო, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წელს უკრაინისთვის ევროკავშირში შესვლის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. თუმცა ჩვენი მიღწევა მხოლოდ ეს არ არის. ეს მხოლოდ მიღწევის ნაწილია. უკრაინა დიდი ხანია იმსახურებს ამ სტატუსს. ეს შეიძლებოდა ჯერ კიდევ 20 წლის წინ მომხდარიყო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, წლის მთავარი მიღწევა საგარეო პოლიტიკაში არის ის, რომ უკრაინა ევროკავშირს და მთელ თავისუფალ სამყაროს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის  ბრძოლის გარშემო აერთიანებს.

„ჩვენ ყველასთვის ნათელი გავხადეთ, რომ უკრაინის გარეშე ევროპაში არც ერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქალაქეების დამაჯერებელმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინას და ევროკავშირისადმი უკრაინის მიერთების იდეას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები