ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები