ოკუპანტებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

რუსი ოკუპანტები ხარკოვის რეგიონში, კუპიანსკის რაიონში დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ.

ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ჭურვი სოფელ კოვშაროვკაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები