ოკუპანტებს უკრაინაში უკვე 35 000 ობიექტი აქვთ განადგურებული – უკრაინის შსს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი ენინის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 35 ათასზე მეტი ობიექტია განადგურებული.

ამის შესახებ მან უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა.

“უკრაინაში ოკუპანტების შეჭრიდან, ამ დრომდე დაახლოებით 30 დაბომბვიდან, 702 ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა. საუბარია გაზსადენებზე, ელექტროქვესადგურებზე, ხიდებზე და სხვა”,- თქვა ენინმა.

მისი თქმით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის პოლიციამ 27 დასახლების დაბომბვის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

იერიშის ძირითადი მიმართულებებია – დნეპროპეტროვსკის და დონეცკის რეგიონები.

გარდა ამისა, მისი თქმით, ოკუპანტები ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვის და ხერსონის რეგიონების ტერორს აგრძელებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები