ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
დავით შერაზადიშვილმა და ბუბა გობეჯიშვილმა ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები გადასცეს. დღის ცენტრის ბენეფიციარები კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საახალწლო ღონისძიებით დახვდნენ.
საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“ ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. დღის ცენტრი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.
„საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ და მათ საახალწლო ნობათი გადავეცით. მსურს, თითოეულ ბენეფიციარს ბედნიერი ახალი წელი ვუსურვო. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში თანასწორი და ადაპტირებული გარემოს შექმნაა, ჩვენ შშმ პირებისთვის არაერთი სოციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული, რომლებიც ბენეფიციარების ინტერესებზეა მორგებული, აღნიშნული პროგრამების დახვეწას კი კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.