კიევის კონსერვატორიამ სახელიდან ჩაიკოვსკის გვარის ამოღებაზე უარი თქვა

უკრაინის ეროვნული მუსიკალური აკადემიის (ასევე ცნობილი როგორც კიევის კონსერვატორიის) თანამშრომლებმა, დაწესებულების სახელიდან რუსი კომპოზიტორის ჩაიკოვსკის გვარის ამოღებაზე უარი თქვეს.

როგორც უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ კონსერვატორიის სტუდენტები, თანამშრომლებისგან განსხვავებით, საგანმანათლებლო დაწესებულების სახელის გადარქმევის მომხრე არიან.

“ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ ამ გადაწყვეტილებით. ვიმედოვნებთ, რომ გუნდი მალე დაბრუნდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს,” – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები