პრემიერ-მინისტრმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

“3 წლის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. 59 მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს დადგენილი გრაფიკის მიხედვით სამუშაოები”. –განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკით ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. რეფორმის დასრულების შემდეგ ქვეყანას ექნება სრულად რეგისტრირებული მიწის ფონდი და უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მოქალაქის საკუთრების უფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები