“არ შეიწყალო კრიმინალი” – “ნაცმოძრაობის” დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები ხვალ აქციას გამართავენ

„არ შეიწყალო კრიმინალი“ – ამ ლოზუნგით “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილისა და გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრების საგანგებო პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

პრესკონფერენციაზე მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი იყო. მათ პრეზიდენტს ის განცხადება შეახსენეს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხვალ, 15:00 საათზე შეიკრიბებიან, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათთვის მიუღებელია. ამასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შვილმკვდარ მამებს შეხვდეს და მათგან ინფორმაცია მოისმინოს.

მათივე თქმით, სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში ხვალინდელი აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები