სარჯველაძე – დუმბაძის განცხადებაზე: ამორალურობა და უპატივცემულობაა ადამიანის ხსოვნის, გირგვლიანთან დაკავშირებით თავად სააკაშვილი და მერაბიშვილი ვერ გაბედავენ, რაიმე თქვან გადაბრუნებულად
ეს განცხადება ამორალურობა, დეგრადირება და უპატივცემულობაა ადამიანის ხსოვნის, ვისთან დაკავშირებითაც თავად სააკაშვილი და მერაბიშვილი ვერ გაბედავენ, რაიმე თქვან გადაბრუნებულად, – ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციონერ მურმან დუმბაძის განცხადებას.
„ეს განცხადება ამორალურობა, დეგრადირება და უპატივცემულობაა ადამიანის ხსოვნის, ვისთან დაკავშირებითაც თავად სააკაშვილი და მერაბიშვილი ვერ გაბედავენ, რაიმე თქვან გადაბრუნებულად. ეს კაცი, როგორ კადრულობს ამას? – ეს მიუტევებელი შეცდომაა, რაც არათუ პოლიტიკოსს, არამედ არავის ეპატიება. შეიძლება, წამოსცდა და შეიძლება, რაღაც გააკეთა, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა და დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. საბედნიეროდ, სტრასბურგის სასამართლო განსხვავებულად თვლის. ასეთ საკითხებში ჩანს, ვინ, რა საქმის სამსახურში დგას. ეს განცხადება ავტორს ამხელს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მურმან დუმბაძემ სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა: „მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს“.