რუსეთმა Bellingcat-ის ჟურნალისტ ხრისტო გროზევზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შსს-მ Bellingcat-ის გამომძიებელ ჟურნალისტ ხრისტო გროზევზე ფედერალური ძებნა გამოაცხადა.

ამასთან, უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, თუ რა მუხლით არის ჟურნალისტი გამოცხადებული ძებნაში.

ივლისში რუსეთის ФСБ-მ გამოაცხადა, რომ გროზევი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში MI6-შუ მუშაობდა და რუსული თვითმფრინავების გატაცების მცდელობაში იყო ჩართული.

რუსეთის დაზვერვის მტკიცებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო რუსი სამხედრო მფრინავების გადაბირებას და მათ დარწმუნებას ცდილობდა, რომ ჯილდოს სანაცვლოდ თვითმფრინავები უკრაინისთვის გადაეცათ.

ხრისტო გროზევი და Bellingcat-ი არის გამომძიებელი და სამოქალაქო ჟურნალისტების საერთაშორისო გუნდი, რომელიც საქმიანობს სოციალურ მედიაში არსებული ღია მონაცემების საფუძველზე.

პროექტმა ონლაინ გამოცემა The Insider-თან ერთად რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის შესახებ საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც რუსი ჯაშუშები მონაწილეობენ.

მათ შორის არის სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმე, ალექსეი ნავალნისა და დიმიტრი ბიკოვის მკვლელობის მცდელობა.

გარდა ამისა, ორივე პლატფორმა აქტიურად იძიებდა ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეს, რომლის მიღმა რუსული სპეცსამსახურების კვალი იკითხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები