შალვა პაპუაშვილი – დილით იტყვიან, რომ სააკაშვილი მოწამლეს, საღამოს იტყვიან, რომ არაა მოწამლული – ეს უბრალოდ არის თამაში საზოგადოების ნერვებზე

“საქმე ისაა, რომ უკვე გარკვეულწილად საზოგადოების შეურაცხყოფაში გადადის ეს საკითხი, როდესაც დილით იტყვიან, რომ მოწამლეს, საღამოს იტყვიან, რომ არაა მოწამლული. დილით იტყვიან, რომ რაღაც ნივთიერება იყო დაშვებულზე მაღლა, საღამოს იტყვიან, რომ არ იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საზოგადოება დაბნეულია ან გაურკვევლობაშია, ყველანაირი ყალბი ინფორმაციისთვის უფრო მოწყვლადია.

“ეს უბრალოდ არის თამაში საზოგადოების ნერვებზე, ეს ჩვეულებრივი დეზინფორმაციული, პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, დაბნეულობის შეტანა, გაურკვევლობის. როდესაც საზოგადოება დაბნეულია ან გაურკვევლობაშია, უფრო მოწყვლადია ყველანაირი ყალბი ინფორმაციისთვის. ჩვენ ახლა პირდაპირ ვუყურებთ, როგორ რეალიზდება ჩვეულებრივი პროპაგანდისტული კონცეფცია ამ მაგალითზე. პირდაპირ შეიძლება ამ მაგალითის აღწერა და გამოყენება, რათა ვანახოთ, რა არის პროპაგანდა, როგორ ეწყობა ნარატივები და შემდეგ ამით ხდება რაღაც მიზნების მიღწევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები