ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ილია ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პატრიარქს წინასაშობაო მისალოცი ბარათი გაუგზავნა.

ადვოკატმა ჟურნალისტებთან პატიმარი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

“პატრიარქს, ილია მეორეს მიმართა წერილით, ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს. წერილის შინაარსი არ ვიცი, მაგრამ მისალოცი ბარათი გაუგზავნა.

მისი მდგომარეობა უცვლელია, თავს გრძნობს ცუდად, როგორც ყოველთვის უჭირს გადაადგილება, აქვს თავბუსხვევები, მაღალი ტემპერატურა აქვს და ასევე, საკვებს ვერ იღებს”, – აცხადებს ადვოკატი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები