შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილს ყველანაირი სამედიცინო სერვისი შეთავაზებული აქვს
“ყველამ ვნახეთ, რომ პირობები, რომელშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პირობები, სასჯელის დიდი ნაწილი მან ამ ერთი წლის განმავლობაში მოიხადა არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ციხეში, არამედ საავადმყოფოში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს ყველანაირი სამედიცინო სერვისი შეთავაზებული აქვს.
“სახელმწიფო ყველა მსჯავრდებულ პირზე პასუხისმგებელია. პასუხისმგებელია, რომ ჰქონდეს სათანადო სამედიცინო პირობები შექმნილი…
ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ პირობები, რომელშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პირობები, სასჯელის დიდი ნაწილი მან ამ ერთი წლის განმავლობაში მოიხადა არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ციხეში, არამედ საავადმყოფოში. ვნახეთ, რომ იქაც პირობები არის სათანადო შექმნილი, უფრო უკეთესი, შეიძლება ვიდრე ყოფილიყო სხვა შემთხვევაში. ყველანაირი სამედიცინო სერვისი მას შეთავაზებული აქვს, ყველა კვლევა რაც დასჭირდა ჩაუტარდა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.