პრეზიდენტის ადმინისტრაცია – პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა მისთვის განსაზღვრული ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა
დღეს მიმდინარე ელჩების კონფრენეციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა, – ამის შესახებ განმარტება პრეზიდენტის პრესსამსახურში გაკეთდა.
„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, – განმარტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2022“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილი იყო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც.