მაია ჩხობაძე: 2022 წლის 11 თვის სტატისტიკის თანახმად, ტყით უკანონოდ სარგებლობის 3 500-მდე ფაქტია გამოვლენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის, მაია ჩხობაძის განცხადებით, 2022 წლის 11 თვის სტატისტიკის თანახმად, ტყით უკანონოდ სარგებლობის 3 500-მდე ფაქტია გამოვლენილი. ამის შესახებ ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება წლევანდელ სტატისტიკას – ზოგადად, ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტების ოდენობა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალია. მინდა ვთქვა, რომ ტყის ფონდის ტერიტორიას თავად მართვის ორგანო აკონტროლებს, რომელსაც ოქმის შედგენის უფლებამოსილება დაუბრუნდა, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიც აკონტროლებს. მხოლოდ გარემოსდავცითი ზედამხევდელობის დეპარტამენტის მიერ 11 თვის განმავლობაში წელს ტყით უკანონოდ სარგებლობის 3500-მდე ფაქტია გამოვლენილი. ესაა როგორც ჭრა, ტრანსპორტირება და გადამუშავება. ეს მონაცემი საქართველოს მთელს ტერიტორიას ეხება. 2022 წლის 11 თვის სტატისტიკის თანახმად, ტყით უკანონოდ სარგებლობის ფატებზე ჯამში 3 500 – მდე პირია დაჯარიმებული. დეპარტამენტის მიერ 3 500-მდე ფაქტია გამოვლენილი“, – განაცხადა ჩხობაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები