შალვა პაპუაშვილი: რთულ დროს მოუწია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიღწევაზე ზრუნვა

“რთულ დროს მოუწია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიღწევაზე ზრუნვა, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ევროპა-ამერიკასთან და სხვა სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაფართოება, სამეზობლო რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2022 წელი საერთაშორისო მასშტაბით ძალიან რთული წელი იყო.

„მოხარული ვარ, რომ წელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მართავს ელჩების კონფერენციას საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიღწევების, გამოწვევებისა და პრიორიტეტების განსახილველად. აღნიშნული ღონისძიება კიდევ უფრო აქტუალურია ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით. 2022 წელი საერთაშორისო მასშტაბით ძალიან რთული წელი იყო. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ძირი გამოუთხარა უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესებს. შედეგად მივიღეთ არასტაბილურობის, რყევებისა და კრიზისების პერიოდი, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. სწორედ ასეთ რთულ დროს მოუწია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიღწევაზე ზრუნვა. კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ევროპა-ამერიკასთან და სხვა სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაფართოება, სამეზობლო რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები