ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 დეკემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები