შალვა პაპუაშვილი: 2022 წელი ისტორიული მნიშვნელობისაა

“2022 წელი ისტორიული მნიშვნელობისაა – ჩვენი წინაპრებისა და თაობების მიერ სისხლით მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მომავლის ბეჭედი მტკიცედ დაასვა ევროკავშირის მიერ აღიარებულმა ევროპულმა პერსპექტივამ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო გამოწვევებს მომზადებული შეხვდა.

„განხორციელებული რეფორმებითა და წინ გადადგმული ნაბიჯებით ჩვენი სახელმწიფო ამ მომენტამდე გეგმაზომიერად მიდიოდა, თუმცა რთულად წარმოსადგენი იყო ამ პროცესში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ასევე მალე შევიდოდით. ამის მიუხედავად სახელმწიფო სრულად მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას ევროკავშირის წევრობის აპლიკაციის გადმოცემის შემდეგ, მთელი ქვეყანა ჩაერთო ამ საქმეში, სახელმწიფო უწყებებმა და საჯარო მოხელეებმა უმაღლეს დონეზე იმუშავეს და დამოუკიდებლად შევძელით უმოკლეს ვადებში გაწევრიანების აპლიკაციის შევსება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები