როგოზინს, დაჭრისას მიღებული ტრავმის გამო, დამბლა ემუქრება

“როსკოსმოსის” ყოფილ ხელმძღვანელს, დიმიტრი როგოზინს 22 დეკემბერს დონეცკში, სასტუმროს იერიშის დროს დაჭრის შედეგად მიღებული ტრავმის გამო დამბლა ემუქრება.

როგორზინმა “ტასს”-თან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპერაციას საჭიროებს.

“ვწევარ, ვემზადები ოპერაციისთვის. ხვალ ოპერაცია უნდა გამიკეთდეს. ფრაგმენტი კისრის ხერხემალშია. მისი დატოვებაც არ შეიძლება, შესაძლო დამბლის გამო. ამოღებაც პრობლემურია. ფიქრობენ”,- თქვა მან.

​მას არ დაუზუსტებია, თუ სად ჩაუტარდება დღეს ოპერაცია. თუმცა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგეგმება მისი გადაყვანა მოსკოვის კლინიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები