რომის პაპი: იესოს ბაგაში წოლა გვიჩვენებს, სად არის ნამდვილი სიმდიდრე, არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებში

ვატიკანში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს. მესას წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპი ფრანცისკე უძღვება. პაპმა ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა სიმდიდრისა და ძალაუფლების მიმართ ადამიანების სიხარბეზე.

„მაშინ, როდესაც ცხოველები იკვებებიან თავიანთ სადგომებში, ადამიანები ჩვენს სამყაროში ესწრაფვიან სიმდიდრესა და ძალაუფლებას, ჭამენ მეზობლებსაც, თავის ძმებსა და დებსაც. რამდენი ომი ვიხილეთ, რამდენ ადგილას. დღესაც უგულებელყოფენ ადამიანურ ღირსებასა და თავისუფლებას. როგორც ყოველთვის, ამ ადამიანური სიხარბის მთავარი მსხვერპლი ყველაზე დაუცველები არიან. ამ შობასაც, ისევე როგორც იესოს დაბადებისას, მსოფლიო ისწრაფვის ფულისკენ, ძალაუფლებისა და სიამოვნებისკენ და აღარ რჩება სივრცე ყველაზე პატარებისთვის, უამრავი არდაბადებული, ღარიბი და დავიწყებული ბავშვისთვის. ვფიქრობ პირველ რიგში ბავშვებზე, რომლებიც შთანთქა ომმა, სიღატაკემ და უსამართლობამ.

იესოს ბაგაში წოლა გვიჩვენებს, სად არის ნამდვილი სიმდიდრე, არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებში“, –  განაცხადა რომის პაპმა ქადაგებისას.

ტრადიციულად, რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მორწმუნეებს „ურბი ეთ ორბი“ ქადაგებით მიმართავს და შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები