შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ოპოზიცია იფიქრებს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, ზუსტად იმ მომენტში შესაძლებელი გახდება სახალხო დამცველის არჩევა
“როგორც კი ოპოზიცია იფიქრებს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, ზუსტად იმ მომენტში შესაძლებელი გახდება სახალხო დამცველის არჩევა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ულტიმატუმის გზა აირჩია.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ 12 რეკომენდაციაში არის 2 საკითხი, რომელსაც ჩვენ მარტო ვერ გადავწყვეტთ, ეს გახლავთ სახალხო დამცველის არჩევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა. ოპოზიციამ აირჩია ულტიმატუმის გზა და არ იყო კონსტრუქციული. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ვიწრო ინტერესების ზემოთ დაეყენებინათ ქვეყნის ინტერესები, დაადგნენ ულტიმატუმის გზას და ამიტომაც ვერ მივიღეთ შედეგი. როგორც კი ოპოზიცია იფიქრებს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, ზუსტად იმ მომენტში შესაძლებელი გახდება სახალხო დამცველის არჩევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.