გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნული დახმარების პაკეტში შედის Bergerpanzer 2 ჯავშანტექნიკა.
გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გაუგზავნა სასაზღვრო სამსახურის 13 მანქანა, ერთი სასწრაფო დახმარების და ორი სატვირთო მანქანა. ამასთან, ბერლინი ახლა 50 საველე გამათბობლის გადასაცემად ემზადება.
Bergerpanzer 2 შეიქმნა საბრძოლო ტანკ Leopard 1-ის ბაზაზე. ის უზრუნველყოფს ბრძოლაში დაზიანებული მანქანების აღდგენას.