სამხრეთ აფრიკაში საწვავის გადამზიდი აფეთქდა – დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი

სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგის აღმოსავლეთით საწვავის გადამზიდის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადამზიდი, რომელსაც თხევადი გაზი გადაჰქონდა, სავარაუდოდ, ხიდის ქვეშ გაიჭედა, რამაც საწვავის აალება გამოიწვია.

ამასთან, აფეთქების შედეგად ახლოს მდებარე საავადმყოფოს სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც კლინიკიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ცნობებით, იმ დროს, როდესაც მეხანძრეები აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, მეორე დიდი აფეთქება მოხდა, რამაც სახანძრო მანქანა და ორი ავტომობილი გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები