პარიზში სროლის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, კიდევ ორის მდგომარეობა მძიმეა

პარიზში მე-10 ოლქში, ენგიენის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული და 4 დაჭრილი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ tf1info იტყობინება.

მედიის ინფორმაციით, 60 წლის მსროლელი დაკავებულია, თუმცა მან ადგილიდან მიმალვა სცადა და თავი სილამაზის სალონს შეაფარა.

სროლა ქურთების რაიონში მოხდა.

ქალაქის სტუმრებსა და მაცხოვრებლებს მოუწოდებენ შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიას თავი აარიდონ.

ადგილზე შს მინისტრს, ჟერალდ დარმანინს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები