რუსეთში აცხადებენ, რომ რუსეთ-ბელარუსის სამხედრო დაჯგუფება ნატოს საპირწონედ შეიქმნა

რუსეთისა და ბელარუსის ჯარების ერთობლივი რეგიონალური დაჯგუფების განლაგება არის პასუხი ნატოს, რომელიც პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ძალებს აძლიერებს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

„რაც შეეხება დამატებითი კონტიგენტების განლაგებას, რაც ოქტომბრიდან მიმდინარეობს, უნდა განიხილებოდეს, როგორც სიმეტრიული პასუხი რეგიონში წარმოქმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე. კერძოდ, ნატოს სამხედრო ძალების გაძლიერებაზე პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში და უკრაინის იარაღით მიმდინარე მომარაგებაზე ყველა სახის დასავლური იარაღით, იქ ინსტრუქტორების გაგზავნაზე ან, ინსტრუქტორების საფარქვეშ, უბრალოდ ბოევიკების, დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნაზე“, – თქვა მან ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები