“ამჟამინდელი რუსეთის პირობებში ნატოში უკრაინის შესვლის წარმოდგენა რთულია, მაგრამ უკრაინას გარანტიები სჭირდება” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონმა აცხადებს, რომ ნატოში უკრაინის შესვლა, როგორც უსაფრთხოების გარანტიების ვარიანტი – ნაკლებად სავარაუდოა.

Le Figaro-ს ცნობით, მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინას ომის დასრულების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ რუსეთსაც სჭირდება გარანტიები.

პოლიტიკოსის აზრით, კრემლი უკრაინის ნატოში შესვლას, ნებისმიერ შემთხვევაში, კონფრონტაციად განიხილავს.

“ამ რუსეთთან მსგავსი რამის წარმოდგენა რთულია. მაგრამ შეუერთდება თუ არა უკრაინა ნატოს – რაც არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი – მას უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიეცეს, მით უმეტეს, რომ ის რუსეთის აგრესიას ექვემდებარება”, – თქვა მაკრონმა.

ამასთან, მისი თქმით, „საბოლოოდ, ყველას დასჭირდება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა… და მე არ მინდა, რომ მომავალში მხოლოდ ჩინეთმა და თურქეთმა აწარმოონ მოლაპარაკება“.

ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და განავითაროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, ნატოში უფრო აქტიური როლის შესრულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები