ეკა კვესიტაძე და ნოდარ მელაძე შესაძლოა, „რუსთავი 2“-ზე ვიხილოთ
ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე შესაძლოა, “რუსთავი 2”-ზე ვიხილოთ. „Prime Time News“-ის ინფორმაციით, კვესიტაძესთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. სააგენტოსთან საუბარში არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. როგორც გვარამია ამბობს, ეს კომერციული საიდუმლოებაა და ამის შესახებ საზოგადოებას კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ ეცნობება. “ყველა შეიძლება იხილოთ “რუსთავი 2″-ზე, ჩვენ ვმუშაობთ იმ ადამიანებთან, ვინც მიგვაჩნია, რომ ფასეულია. სხვა კომერციული საიდუმლოებაა და ვერ გეტყვით. ეს კონკურენციაა, მოგეხსენებათ, და ამიტომაც წინასწარ რაღაცების თქმა შეუძლებელია. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ის შეგვიძლია გითხრათ, რომ ბევრ ადამიანთან ვმუშაობთ”, – აცხადებს გვარამია. რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, „კვირის“ ინფორმაციით, ის მუშაობას „რუსთავი 2“-ზე, ნინო შუბლაძის გადაცემა „პოზიციაში“ გააგრძელებს. მელაძე ტელეკომპანია „ტვ 3“ -ში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში „დიდი პოლიტიკა“ ჟურნალისტად და წამყვანად მუშაობდა. „კვირის“ ინფორმაციით, „ტვ 3“-დან „რუსთავი 2“-ში გადაცემა „პოზიციის“ პროდიუსერად გადავიდა.