ირაკლი კობახიძე: რატომაც უნდათ სააკაშვილის თავისუფლება, ეს არის საქართველოში რადიკალიზმის გაზრდა და ხელისფულების ცვლილება, რაც ომში გახვევს ჩვენს ქვეყანას
დღეს სინამდვილეში ვითარება ნაკლებად პოლარიზებულია, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ გვქონდა საპარლამენტო და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პოლარიზაციის საკითხი შემცირდა.
„ერთადერთი წამალი რადიკალიზმის და პოლარიზაციის შემცირების არის „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება. ამის მეტი წამალი უბრალოდ არ არსებობს და როდესაც საუბარია სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მიზანი ერთია – რადიკალიზმის გაზრდა. ანუ რატომაც უნდათ სააკაშვილის თავისუფლება ეს არის საქართველოში რადიკალიზმის გაზრდა და ხელისუფლების ცვლილება, რაც ომში გახვევს ჩვენს ქვეყანას. ეს ასეა გარკვეულწილად შესაძლოა სააკაშვილის გარეთ ყოფნამ ენმ გააძლიეროს, რაც ავტომატურად ნიშნავს რადიკალიზაციის ხარისხის ზრდას. ამიტომ, რაც არ უნდა გააგრძელონ ამ ადამიანებმა ეს მოწოდებები, ჩვენი ამოცანაა რომ ხელოვნური გზით არ გადაიდგას არცერთი ნაბიჯი სააკაშვილის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.