ზელენსკი: დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს საჭირო მხარდაჭერისთვის

დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს საჭირო მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, აღნიშნული ვიზიტისას უკრაინასა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული.

„დღეს მე ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი ასე საჭირო დახმარებისთვის. და ასევე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენი გამარჯვების დასაახლოებლად. გავმართავ მოლაპარაკებებს უკრაინის მედეგობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები