2023 წელს სახელმწიფო გააგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიზნობრივი პროექტების ბიუჯეტი იზრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2022 წელს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოა შექმნილი, რომელიც 100-ზე მეტ მცირე ფერმერს აერთიანებს. სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარე ყველა პროგრამაში, სადაც მათ, სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით, გააჩნიათ სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10 %-იანი ბენეფიტი, ხოლო სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70- 80%-ის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები