გიგი წერეთელი: არ შეიძლება საპატიმროში იყოს გაურკვეველი ვითარება

არ შეიძლება საპატიმროში იყოს გაურკვეველი ვითარება, ვიღაცეები მართავდნენ იქ პროცესებს, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი სასჯელაღსრულების რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში მსჯავრდებულ 24 წლის ჯიდო ფიცხელიანს გარდაცვალების ფაქტს.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სამართლიანად უნდა ჩატარდეს და დადგინდეს რა მოხდა რეალურად.
„გამოძიება არის ბოლომდე ჩასატარებელი. არაა წინა პირობა იმისა, რომ პრევენცია მოხდეს ამგვარი დანაშაულის თუ ამგვარი ფაქტის, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ აქტიურად უნდა აიღოს ეს მიმართულება. არ შეიძლება საპატიმროში იყოს გაურკვეველი ვითარება ვიღაცეების მართავდნენ იქ პროცესებს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები