აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) იუწყება, რომ ირანში 28 დეკემბერს დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 48 მომიტინგე და 14 დაცვის თანამშრომელი დაიღუპა.
გარდა ამისა, ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებების“ ცნობით, სულ მცირე 51 მომიტინგეა დაღუპული, მათ შორის ცხრა ბავშვი.
საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციების უმეტესობას, მათ შორის BBC-ს, ირანში რეპორტაჟების გაკეთება ეკრძალება.
ქვეყანაში ინტერნეტი ხუთშაბათის ღამიდან თითქმის სრულად გათიშულია.
BBC Persian-მა ამ დროისთვის დაადასტურა 22 ადამიანის დაღუპვა და ვინაობა. ირანის ხელისუფლებამ ამ დროისთვის დაადასტურა ექვსი დაცვის თანამშრომელის დაღუპვა.
შეგახსენებთ, რომ ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო.