2023 წელს სახელმწიფო გააგრძელებს გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას
პირველადი პროდუქციის წარმოების ზრდის პარალელურად, კვლავ მზარდია მოთხოვნა გადამმუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს, მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი 25 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც შესაძლებელს ხდის, უფრო მასშტაბური გახდეს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 289 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების შემნახველი და გადამმუშავებლი 217 საწარმოს შექმნა 106 მლნ ლარით თანადაფინანსდა, რამაც შექმნა შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს პროდუქციის შენახვა/გადამუშავება.