გივი მიქანაძე – სააკაშვილზე: იკვეთება გარემოება, რომ არანაირ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია

“რეალურად, იკვეთება ის გარემოება, რომ არანაირ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია. ეს არის მორიგი მცდელობა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია ხელოვნურად და უსაფუძვლოდ დაამძიმონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გარემოცვას სიტუაციის ისე წარმოჩენა სურს, თითქოს, ექსპრეზიდენტის უფლებები ირღვევა.

„ეს არის მცდელობა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და ჩვენს დასავლელ პარტნიორებში გააღვივონ უნდობლობა და ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. სხვა არანაირი მიზეზი და საფუძველი ამას არ აქვს. ამით უნდათ, წარმოაჩინონ, თითქოს სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და მისი უფლებები ირღვევა. რეალურად იკვეთება ის გარემოება, რომ არანაირ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია. ეს არის მორიგი მცდელობა, სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია ხელოვნურად და უსაფუძვლოდ დაამძიმონ“, – აცხადებს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები