„სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს“
სასჯელაღსრულების რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში მსჯავრდებულის ჯიდო ფიცხელიანის გარდაცვლილების ფაქტს მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა.
როგორც უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ აღნიშნა, სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს.
„ეს არის ძალიან საყურადღებო ფაქტი და ძალიან მტკივნეული თითოეული ჩვენთაგანისათვის. ვფიქრობ, რომ ოჯახის ვერსია არის საყურადღებო და ჩვენი სამართალდამცველები გააკეთებენ იმისთვის ყველაფერს, რომ დადგინდეს სიმართლე. სხვა შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, რომ ასეთი ფაქტები განმეორდეს, რაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.