ტურისტებს სოჭში „რუსული დელიკატესების“: ხაჭაპურის, ხინკლის და ჩურჩხელის გასინჯვას ურჩევენ
ამერიკული ტანსაცმლისა და აქსესუარების რითეილერის – „American Eagle Outfitters“-ის ვებგვერდზე სოჭის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, სადაც ქართული დელიკატესები: ხაჭაპური, ხინკალი და ჩურჩხელა რუსულ დელიკატესებად არის მოხსენებული. ბლოგის ავტორი სოჭში ჩასულ ტურისტებს სწორედ ამ კერძების დაგემოვნებას ურჩევს. “60-70-80-იან წლებში სოჭი ძალიან პოპულარული კურორტი იყო და რუსეთის მოსახლეობის 40%-ზე მეტი ერთხელ მაინც იყო იქ ნამყოფი. სოჭში ყოფნისას შეგიძლიათ დააგემოვნოთ სოჭის განთქმული ჩებურეკი, ხაჭაპური და ხინკალი. დესერტად კი მიირთვით ჩურჩხელა. არ დაგავიწყდეთ და რამდენიმე მათგანი თან გაიყოლეთ თქვენი ოჯახისა და მეგობრებისთვის”, – ურჩევს „American Eagle Outfitters“-ი მომხმარებლებს.