თეთრი სახლი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტს ადასტურებენ

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ვაშინგტონს ეწვევა.

ამის შესახებ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა თქვა.

თეთრი სახლის ცნობით, ზელენსკი სიტყვით მიმართავს აშშ-ის კონგრესს და შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გავესაუბროთ მას აქ, თეთრ სახლში, ამის შემდეგ გავემართებით კაპიტოლიუმში“, – თქვა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

ამასთან, უკრაინის ლიდერის ვიზიტს მისი ადმინისტრაციაც ადასტურებს.

„21 დეკემბერს ვაშინგტონში ის შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს, რომელთანაც განიხილავს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველ თანამშრომლობას. კერძოდ, უკრაინის სტაბილურობისა და თავდაცვის განმტკიცებას, მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები