გამოკითხვის შედეგად, ილონ მასკი Twitter-ის ხელმძღვანელის პოსტის დატოვებას დათანხმდა

SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობას აუცილებლად დატოვებს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იპოვის “იმ სულელს, რომელიც დათანხმდება ამ სამუშაოს”.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ დაწერა.

“დავტოვებ თანამდებობას, როგორც კი ვიპოვი იმ სულელს, რომელიც დათანხმდება ამ სამუშაოს შესრულებას. ამის შემდეგ, მე ვიქნები პასუხისმგებელი მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვერების გუნდებზე”, – დაწერა მასკმა მის მიერვე ორგანიზებული გამოკითხვის შეჯამებაში.

18 დეკემბერს დაწყებული გამოკითხვის მიხედვით, მასში მონაწილე მომხმარებელთა 57,5%-მა მასკის წასვლას დაუჭირა მხარი. კვლევაში “ტვიტერის” 17,5-მა მილიონმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები