გოგა ხაინდრავა – ზელენსკის: მოკითხვა მიშასგან
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსულ ენაზე მიმართავს, რასაც იმით ხსნის, რომ თავად ზელენსკი რუსულს ერთადერთ ენად მიიჩნევს, რაზეც უნდა ილაპარაკონ.
გოგა ხაინდრავას მიმართვას “ტვიტერზე” აქვეყნებს, რომლის ქართული თარგმანი ასეთი შინაარსისაა:
“Занущання – უკრაინულად და издевательство – რუსულად.
ანუ იმ ენაზე რომელზედაც, თქვენი აზრით უნდა ილაპარაკოს ერთმა ხალხმა, რომლადაც თქვენ მიიჩნევთ უკრაინელებს და რუსებს,
ბატონო ზელენსკი, ქართულად კი დამცირება,
არის, როდესაც ციხეში, ძიებაში მყოფ ადამიანს, მორგში მიცვალებულის გვამს აბამენ და ასე ტოვებენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ ორის…
მოკითხვა მიშასგან!
P.S. თანმხლებ ვიდეოში ზელენსკი აცხადებს, რომ: უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია და ერთ ენაზე, რომელზეც ის იმ წუთში ლაპარაკობს, ანუ რუსულზე უნდა ილაპარაკონ”, – წერს ხაინდრავა.
Знущання на украинском или издевательство – на русском языке, на котором, по вашему, должен говорить один народ, коим Вы считаете украинцев и русских, господин Зеленский
– это когда в тюремном морге,
подследственных, привязывают к трупам на сутки, а то и двое!
Привет от Миши! pic.twitter.com/L5Uw239BhZ— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) December 20, 2022