ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ჩინეთში მიწისძვრა დაფიქსირდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, იუნანის პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგებმა 5 მაგნიტუდას მიაღწია.
დაშავებულია 19 ადამიანი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. ქვეყნის 5 ქალაქში დაზიანებულია ელექტროგადამცემი სისტემა, ასევე, გზები და გვირაბები. სტიქიის ზონაში 1200 მაშველია მობილიზებული.
ადგილობრივი სეისმოლოგების ცნობით, განმეორებითი მიწისძვრა მოსალოდნელი არაა. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.