კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მომუშავე საგამოძიებო კომისია იუსტიციის დეპარტამენტს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაციით მიმართავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისია, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარ თავდასხმას იძიებს, იუსტიციის დეპარტამენტს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების რეკომენდაციით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი უნდა წარედგინოს სისხლის სამართლის ოთხი კანონის დარღვევისთვის – ოფიციალური პროცედურის ხელის შეშლა, აშშ-ის მოტყუების მიზნით შეთქმულება, ყალბი განცხადების გაკეთების მიზნით შეთქმულება და ამბოხისკენ წაქეზება.

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნას არ აქვს სავალდებულო ძალა, თუმცა მან შეიძლება გაზარდოს ზეწოლა პროკურორებზე გადადგან შესაბამისი ნაბიჯი.

ცნობისთვის, 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები