კანადა რომან აბრამოვიჩის 26 მილიონი დოლარის აქტივების კონფისკაციას გეგმავს

კანადის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ისინი იწყებენ შპს Granite Capital Holdings-ის აქტივების დაკავებისა და შემდგომ კონფისკაციის პროცედურას. აქტივების ღირებულება 26 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომპანია ოტავას სანქციების ქვეშ მყოფ რუს ბიზნესმენს, რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის.

როგორც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ეს ნაბიჯი აღნიშნავს მთავრობის ახალი უფლებამოსილებების პირველ გამოყენებას სანქცირებული პირების საკუთრების ჩამორთმევის მიზნით.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი განიხილავს მიმართოს სასამართლოს აქტივების კონფისკაციისთვის და თუ სასამართლო მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, შემოსავალი შეიძლება უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ.

ამასთან, ჯოლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კანადა გააგრძელებს ზეწოლას რუსეთის რეჟიმზე და მათზე, ვინც ისარგებლა პუტინის ბარბაროსული შეჭრით უკრაინაში“.

კანადის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ფრილენდმა აღნიშნა, რომ რუსი ოლიგარქები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინაში შეჭრაში, „ვერ იპოვიან უსაფრთხო თავშესაფარს კანადაში თავიანთი უკანონოდ შეძენილი კაპიტალისთვის“.

ცნობისთვის, კანადამ უკრაინაში, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, 1500-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს  სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები