უნგრეთის პრემიერი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგია
უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკას. “პოლიტიკაში ამას ჰქვია საკუთარ მუხლებში სროლა”, – ასე შეაფასა პრემიერმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები. ორბანის განცხადება „როიტერმა“ გაავრცელა. უნგრეთის პრემიერს მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯით “ევროკავშირმა მხოლოდ საკუთარ თავს ავნო“.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრემიერი მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარია. საუბრობენ იმაზეც, რომ ექსპრეზიდენტს სწორედ მან შეიძლება მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი.
შეგახსენებთ, რომ ორბანმა ცოტა ხნის წინ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება კატეგორიულად დაგმო. მოგვიანებით, ამ საკითხზე კომენტარები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც გააკეთეს. მათ პრორუსული მიმართულების ორბანის სააკაშვილთან კავშირი არ გაკვირვებიათ.